“ძალიან ბევრი ინფორმაცია გამოდის უშუალოდ რადიკალური ოპოზიციური პარტიის წევრების მხრიდან, თუ როგორი ტიპის დესტაბილიზაციას და არეულობებს გეგმავენ ისინი” – ლევან მაჭავარიანი

“ძალიან ბევრი ინფორმაცია გამოდის უშუალოდ რადიკალური ოპოზიციური პარტიის წევრების მხრიდან, თუ როგორი ტიპის დესტაბილიზაციას და არეულობებს გეგმავენ ისინი და, ამ შემთხვევაში, როგორ იგეგმება თავდასხმები თვითონ მათი პარტიის წევრებზეც, რათა უფრო აწიონ რევოლუციური მუხტი”, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ისაუბრა.

“ჩვენ არაერთი განცხადება გავაკეთეთ, თუ არ ვცდები, თვენახევრის წინ იყო, პრემიერ – მინისტრმა ბრიფინგი მიუძღვნა ამას, სადაც ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ძალიან ბევრი ინფორმაცია გამოდის უშუალოდ რადიკალური ოპოზიციური პარტიის წევრების მხრიდან, თუ როგორი ტიპის დესტაბილიზაციას და არეულობებს გეგმავენ ისინი და ამ შემთხვევაში, როგორ იგეგმება თავდასხმები თვითონ მათი პარტიის წევრებზეც, იმისათვის, რომ უფრო აწიონ რევოლუციური მუხტი და იქიდან 1-2 კვირაში ვიხილეთ, რომ შემოიპარა დარჩო ხეჩუაშვილი, რომელიც ბრალდებულია და 18 წელი ჰქონდა მისჯილი მას ბატონი თარგამაძის აფეთქებისთვის”, – განაცხადა დეპუტატმა “დღის კურიერში”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები