მარკ რუტე: თუ ჩრდილოეთ კორეა უკრაინაში რუსეთის სასარგებლოდ ჯარებს გაგზავნის, კონფლიქტს მნიშვნელოვნად გაამწვავებს

თუ ჩრდილოეთ კორეა ჯარებს რუსეთის სახელით უკრაინაში საბრძოლველად გაგზავნის, ეს კონფლიქტს მნიშვნელოვნად გაამწვავებს, –  განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ.

მანამდე, გასულ კვირას, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა 10 000 ჯარისკაცს ამზადებს რუსეთის დასახმარებლად და ჩრდილოეთ კორეელი ოფიცრები უკვე განლაგებულნი არიან რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე.

უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის ინფორმაციით კი,      1-ელი ნოემბრიდან 11 ათასამდე ჩრდილოეთ კორეელი სამხედრო უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მზად იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები