“დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტზე განვიხილავთ პარლამენტის წევრების ხელმოწერების ნამდვილობას, რომლის შემდეგაც საკონსტიტუციო სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შევა” – მაჭარაშვილი

“ნაიმპიჩმენტარი ზურაბიშვილი ისევ იმპიჩმენტს ელოდება. დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტზე განვიხილავთ პარლამენტის წევრების ხელმოწერების ნამდვილობას, რომლის შემდეგაც საკონსტიტუციო სარჩელი უკვე საკონსტიტუციო სასამართლოში შევა”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს.

“ზურაბიშვილი ისტორიაში შევა, როგორც მრავალგზის ნაიმპიჩმენტარი პრეზიდენტი, გამომდინარე იქიდან, რომ კონსტიტუციას სისტემურად არღვევს, ქართულ სახელმწიფოს პატივს არ სცემს და კონსტიტუციას ლახავს. მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციაში უწერია, ის უნდა იყოს კონსტიტუციის დაცვის პირველი გარანტორი. საზოგადოება კიდევ ერთხელ იხილავს, ზურაბიშვილმა კონსტიტუცია რამდენჯერ და როგორ უხეშად დაარღვია. ამიტომ დღეს ეს საკითხი იქნება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტზე განხილული. მას შემდეგ, რაც დადასტურდება საკონსტიტუციო სარჩელზე პარლამენტის წევრების ხელმოწერა, საკონსტიტუციო სასამართლოში უახლოეს პერიოდში შევა სარჩელი და პროცესი კანონმდებლობის შესაბამისი პროცედურებით დაიწყება“, – განმარტა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები