თამარ ჩიბურდანიძე: მშვიდობას ალტერნატივა არა აქვს! ეს გვითხრეს გუშინ მოლდოვიდან და ამას იტყვის ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს

„მოლდოვის არჩევნები სერიოზულ გავლენას იქონიებს ქართველ ხალხზე. ვისაც ჯერ კიდევ არ სჯეროდა ომის პოლიტიკის ნეგატიური გავლენის ქვეყანაზე, მოლდოველი ხალხის არჩევანის შემდეგ ამაში მარტივად დარწმუნდება,” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის” წევრი თამარ ჩიბურდანიძე და მოლდოვაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერენდუმის წინასწარ შედეგებს აფასებს.

როგორც ჩიბურდანიძე აღნიშნავს, მოლდოვაში დასავლეთის ლობისტების ძალისხმევის მიუხედავად, მათმა დღევანდელმა პოლიტიკამ მაინც მარცხი განიცადა და სანდუსთვის       41%-იანი მხარდაჭერა ამის დასტურია.

„გუშინდელმა არჩევნებმა მოლდოვაში ყველაფერი თქვა. ხალხმა არ მისცა ნდობის მანდატი დასავლეთის ომის პოლიტიკას. მიუხედავად იმისა, რომ მოლდოვაში მაია სანდუს ააკრძალვინეს ყველა პრორუსული პარტია, არასასურველი არასამთავრობო ორგანიზაციები და მოკლეს თავისუფალი სიტყვა, დასავლეთის დღევანდელმა პოლიტიკამ მაინც მარცხი განიცადა. 41% ამხელა პროდასავლური პროპაგანდის შემდეგ, სასტიკი მარცხია დასავლეთის დღევანდელი ლიდერშიფისთვის.

განსაკუთრებით საყურადღებოა რეფერენდუმის შედეგი, სურს თუ არა მოლდოველ ხალხს ევროკავშირში გაწევრიანება? აქ მსურველთა რაოდენობა მხოლოდ 50%-ია. ეს კი მართლაც საგანგაშოა. როდესაც ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი უარს გეუბნება კონკრეტულ საკითხზე, როგორ უნდა განახორციელო ის?

კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ იმას, რომ ეს შედეგები დაიდო უმკაცრესი რეპრესიების ფონზე, როდესაც მოლდოვაში აკრძალეს ყველა ანტიევროპული სიტყვა. სადაც მოლდოვაში ასეთი შედეგი დაფიქსირდა, წარმოგიდგენიათ რა მოხდება უკრაინაში, არჩევნები რომ ჩატარდეს?

მოლდოვის არჩევნები სერიოზულ გავლენას იქონიებს ქართველ ხალხზე. ვისაც ჯერ კიდევ არ სჯეროდა ომის პოლიტიკის ნეგატიური გავლენის ქვეყანაზე, მოლდოველი ხალხის არჩევანის შემდეგ ამაში მარტივად დარწმუნდება.

მშვიდობას ალტერნატივა არა აქვს! ეს გვითხრეს გუშინ მოლდოვიდან და ამას იტყვის ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს!” – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები