უკრაინამ რუსეთთან ბრძოლაში დაღუპული 501 მებრძოლის ცხედარი დაიბრუნა

რუსეთმა და უკრაინამ დაღუპული სამხედროების ცხედრები გაცვალეს.

უკრაინის სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბის ცნობით, უკრაინულმა მხარემ რუსეთის ჯართან ბრძოლაში დაღუპული 501 მებრძოლის ცხედარი დაიბრუნა.

დაღუპულთა შორის 382 ჯარისკაცია, რომელიც ავდეევკის მიდამოებში დაიღუპა, 56 მებრძოლი, რომელიც ქალაქ ბახმუტში დაეცა და 45 – მარიინკაში.

ამასთან, 89 დაღუპული სამხედროს ცხედარი დაიბრუნა რუსეთმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი და უკრაინა 2022 წლიდან რეგულარულად ცვლიან დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ცხედრებს. პროცესში შუამავალი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები