“ჯგუფში სიტუაცია ცოტა დაიძაბა, მაგრამ ყველანაირად ვეცდებით, იმ ორ თამაშში ყველაფერი შევცვალოთ ჩვენ სასიკეთოდ” – ბუდუ ზივზივაძე
“ჯგუფში სიტუაცია ცოტა დაიძაბა, მაგრამ ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ იმ ორ თამაშში ყველაფერი შევცვალოთ ჩვენ სასიკეთოდ, მაქსიმალური ქულები ავაგროვოთ და წარმატებას მივაღწიოთ, ჯგუფში ასპარეზობა პირველ ადგილზე დავასრულოთ”, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა, ბუდუ ზივზივაძემ ალბანეთთან ჩატარებული მატჩის შემდგომ ისაუბრა.
მისი თქმით, წინ ორი მნიშვნელოვანი თამაშია.
“მადლობა გულშემატკივარს, რადგან სავსე იყო სტადიონი და 90 წუთის განმავლობაში გვამხნევებდნენ, არ გაჩერებულან. კიდევ ერთხელ, ძალიან დიდი მადლობა და ბოდიში, რომ გაწბილებულები გავუშვით, თუმცა, წინ კიდევ ბევრი თამაში აქვს ნაკრებს და აუცილებლად მივაღწევთ დადებით შედეგებს,“ – თქვა ზივზივაძემ.