“არჩევნების ბედს საქართველოში წყვეტს ქართველი ხალხი; ვერ გადაწყვეტენ მის ბედს ვერც ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში, ვერც ბრიუსელში, ვერც მოსკოვსა და პეკინს ექნება რაიმე ზემოქმედების საშუალება” – მათიკაშვილი

“არჩევნების ბედს საქართველოში წყვეტს ქართველი ხალხი. ვერ გადაწყვეტენ მის ბედს ვერც ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში, ვერც ბრიუსელში მიღებული გადაწყვეტილებები და ვერც მოსკოვსა და პეკინს ექნება რაიმე ზემოქმედების საშუალება. ქართველი ხალხი რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს, კეთილი ინებოს ყველამ და ეს გადაწყვეტილება მიიღონ”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.

„სალომე ზურაბიშვილს ქვეყნის გარედან დავალება აქვს მიღებული. ის ცდილობს რადიკალ ოპოზიციონერებთან ერთად შექმნას წინასაარჩევნოდ ისეთი განწყობა და განცდა, რომ ოპოზიციას რაიმე „ფსევდო შანსი“ გააჩნია არჩევნების მოგების და როგორმე მოხდეს ტექნიკური მთავრობის დაკომპლექტება. ფანტაზიების ლაბირინთშია ეს ქალბატონი ჩაკარგული თავის რადიკალ ოპოზიციონერებთან ერთად. სინამდვილეში ეს არის მათთვის წაგებული თამაში, რაც ძალიან კარგად იციან. ცდილობენ, რომ 27 ოქტომბრისთვის შეიქმნას ქვეყანაში ვითარება და შეძლონ მოსახლეობის მცირე ნაწილის მაინც მოტყუება და რადიკალური მიზნებით ქუჩაში გამოყვანა, რაც არ გამოუვათ. არჩევნების ბედს საქართველოში წყვეტს ქართველი ხალხი. ვერ გადაწყვეტს მის ბედს ვერც ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში, ვერც ბრიუსელში მიღებული გადაწყვეტილებები და ვერც მოსკოვსა და პეკინს ექნება რაიმე ზემოქმედების საშუალება. ქართველი ხალხი რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს, კეთილი ინებოს ყველამ და ეს გადაწყვეტილება მიიღონ, დაეთანხმონ, იმ ხელისუფლებასთან ითანამშრომლონ, რომელიც ხალხის მიერ ლეგიტიმურად არჩეული იქნება. „ქართული ოცნება“ არის ის ხელისუფლება, რომელიც ეყოლება საქართველოს 26 ოქტომბრის შემდგომ“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები