“სალომე ზურაბიშვილი და ამ ქარტიის გარშემო არსებული რკალი რადიკალური ოპოზიციის სახლობანას თამაშობენ” – მათიკაშვილი

“სალომე ზურაბიშვილი და ამ ქარტიის გარშემო არსებული რკალი რადიკალური ოპოზიციის სახლობანას თამაშობენ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.

„სალომე ზურაბიშვილი რა ტექნიკურ მთავრობას და რომელი მინისტრის თანამდებობაზე წარადგენს რომელიმე პიროვნებას, ამაზე უფრო მეტად ღიმილის მომგვრელი ინფორმაცია შეიძლება ვერც მოიძიოს მედიამ. სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციურად არაფერი მსგავსი არათუ არ ევალება, არამედ ამასთან არანაირი წვდომა და შემხებლობა არ აქვს. ის არის ფორმალური მხარე ამ ურთიერთობის. როდესაც კონკრეტული მხარე გაიმარჯვებს ამ არჩევნებში და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს პარტია წარადგენს, პრემიერობის კანდიდატი დააკომპლექტებს კაბინეტს ამ ყველაფერზე თანხმობის მიცემა მისი ნება და სურვილი კი არ არის, კონსტიტუციური ვალდებულებაა“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები