საჰარის უდაბნო ნაწილობრივ დაიტბორა – არიან დაღუპულები(ფოტო)

სამხრეთ-აღმოსავლეთ მაროკოში ორ დღეში დიდი რაოდენობის ნალექის გამო, აივსო ტბა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მშრალი იყო,- ამის შესახებ theguardian-ი წერს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ საჰარა ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილია დედამიწაზე, მაგრამ წვიმა წლის ამ დროს განსაკუთრებით იშვიათია. NASA-ს სატელიტურმა სურათებმა აჩვენა, რომ ირიკის ტბა, ტბის კალაპოტი ზაგორასა და ტატას შორის, რომელიც 50 წლის განმავლობაში მშრალი იყო, წყლით გაივსო.

გამოცემა იუწყება, რომ გასულ თვეს, მაროკოში და ალჟირში წყალდიდობის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა. ნალექმა ფერმერების ნათესებიც დააზიანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები