გიორგი ქოჩორაშვილის სატრანსფერო ღირებულება 4 მლნ ევრომდე გაიზარდა

სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ზე ქართველი ფეხბურთელის გიორგი ქოჩორაშვილის სატრანსფერო ღირებულება კიდევ გაიზარდა. განახლებული მონაცემებით, მისმა ღირებულებამ 2.5-დან 4 მლნ ევრომდე მოიმატა.

რაც შეეხება საქართველოს ეროვნული ნაკრების სხვა ფეხბურთელებს, ახლანდელი მდგომარეობით, ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე ძვირად ღირებული ქართველი ფეხბურთელია 80 მლნ ევროთი, გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მეკარე – 45 მლნ ევროთი, რომელსაც გიორგი მიქაუტაძე მოსდევს 20 მლნ ევროთი.

ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელების ათეული ასე გამოიყურება:

ხვიჩა კვარაცხელია – 80 მლნ ევრო;
გიორგი მამარდაშვილი – 45 მლნ ევრო;
გიორგი მიქაუტაძე – 20 მლნ ევრო;
ოთარ კიტეიშვილი – 5 მლნ ევრო;
ზურიკო დავითაშვილი -5 მლნ ევრო;
გიორგი ქოჩორაშვილი – 4 მლნ ევრო;
გიორგი ჩაკვეტაძე – 2.5 მლნ ევრო;
გიორგი გოჩოლეიშვილი – 2.5 მლნ ევრო;
ბუდუ ზივზივაძე – 1.8 მლნ ევრო;
ოთარ კაკაბაძე 1.5 მლნ ევრო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები