“მთელი საზოგადოება ხედავს, რომ საარჩევნო კამპანია კანონმდებლობის დაცვით მიმდინარეობს, ძირითადად მშვიდ გარემოში” – თალაკვაძე

“მთელი საზოგადოება ხედავს, რომ საარჩევნო კამპანია კანონმდებლობის დაცვით მიმდინარეობს, ძირითადად მშვიდ გარემოში, არის საარჩევნო ველი კონკურენტული”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ “დღის კურიერში” ისაუბრა.

“ხედავთ, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს წვდომა მედიაზე, აქვს საკუთარი ფინანსები, აქვს საკუთარი საარჩევნო ნომერი და მთელი ქვეყნის მასშტაბით, საშუალება, რომ წარადგინოს თავისი პროგრამა და მოსახლეობას შეხვდნენ, აუხსნან რა შეუძლიათ უკეთესად და როგორია მათი ხედვა მომავალზე. ამას რამდენად აკეთებენ თუ ვერ აკეთებენ, ამას ჩვენი მოქალაქეები ხედავენ. მე მინდა, მეტი დრო დავუთმო ჩვენს პროგრამასა და სამომავლო გეგმებზე საუბარს.

ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, “ქართული ოცნება”, რომელმაც საზოგადოებასთან ერთად შეძლო ამ წლების განმავლობაში ქვეყნის მშვიდობის დაცვა და უსაფრთხოების განმტკიცება, შეძლო ეკონომიკის გაორმაგება და შეძლო არსებითი პროგრესის მიღწევა ევროინტეგრაციის გზაზე. ჩვენ ზურგს გვიმაგრებს საქმე და გვაქვს ძლიერი ნდობა ჩვენი საზოგადოების ძლიერი მხარდაჭერა.

მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ წლების განმავლობაში გვერდით გვედგა. მადლობა ჩვენი გუნდის და პარტიის სახელით. რომ არა თქვენი გვერდით დგომა ამ წლების განმავლობაში, გაგვიჭირდებოდა და რთული იქნებოდა საქართველოსთვის ეს წლები. რეგიონში არის ურთულესი გამოწვევები, მძიმე რისკები. იყო პანდემია, იყო ეკონომიკური პრობლემები. ჩვენ შევძელით ეკონომიკის აღდგენა, შევძელით იმ რისკებთან გამკლავება, რომელმაც სამწუხაროდ, მთლიანი რეგიონი დააზიანა. ახლაც მიმდინარეობს უმძიმესი ომი უკრაინაში, ასევე არაერთი კონფლიქტი რეგიონის მასშტაბით.

საქართველომ შეძლო თავისი ეროვნული ინტერესების დაცვა, ზრუნვა თავის მოქალაქეებზე და ასევე, მაქსიმალურად შეაქვს წვლილი მსოფლიო მშვიდობის და უსაფრთხოების განმტკიცებაში”, – აღნიშნა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები