“სანიოლის გუნდი ტაქტიკურად გამართულ ფეხბურთს თამაშობს და ნიჭიერი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული” – ალბანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი

„ეს თანაბარი ჯგუფია. ტირანაშიც თანაბარი თამაში გამოვიდა. ვილი სანიოლის გუნდი ტაქტიკურად გამართულ ფეხბურთს თამაშობს, ნიჭიერი მოთამაშეებითაა მისი გუნდი დაკომპლექტებული”, – ამის შესახებ ალბანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სილვინიომ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, დღეს თანაბარი თამაშია მოსალოდნელი.

“ვილი სანიოლის შერჩეულ შემადგენლობაში ცვლილებები იქნება. ვფიქრობ, თანაბარი თამაში გველის. ასე იყო პოლონეთშიც, საქართველო ცუდად არ გამოიყურებოდა. როგორც ხდება ასეთ შეხვედრებში, ხშირად 1 მომენტია გადამწყვეტი, ხვალაც თანაბარი მატჩის მოლოდინი მაქვს“, – განაცხადა სილვინიომ.

ცნობისთვის, ერთა ლიგის მეორე საშინაო მატჩს საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს, მიხეილ მესხზე ალბანეთის წინააღმდეგ გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები