სალომე ზურაბიშვილი ტექნიკური მთავრობის შემადგენლობას არჩევნებამდე წარადგენს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ტექნიკური მთავრობის შემადგენლობას წარადგენს.

ამის შესახებ მან ბრიფინგზე ისაუბრა.

როგორც პრეზიდენტმა განმარტა, მთავრობის შემადგენლობაში პოლიტიკოსები არ იქნებიან. ზურაბიშვილის თქმით, პრემიერობის კანდიდატს პოლიტიკური წარსული არ აქვს.

ამას გარდა, ბრიფინგზე ზურაბიშვილმა ქარტიის შესახებაც ისაუბრა.

“მე ამ ქარტიით წავედი ევროპაში, შევხვდი ყველა პასუხისმგებელ პირს და მათგან მივიღე პირობა, რომ ეს თუ შესრულდა რაღაც დონეზე, მთლიანობაში პოლიტიკური ნება და ამ ქარტიით მსვლელობა თუ იქნება, ჩვენ დაგვაბრუნებენ სასწრაფო ტემპით იქ, სადაც უნდა ვყოფილიყავით, ანუ მოლაპარაკებების გახსნის კარებთან”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები