დავით მათიკაშვილი: დანაშაულის ფაქტებზე სახელმწიფო რეაგირებს ადეკვატურად, მნიშვნელობა არ აქვს, დანაშაულის ჩამდენი რა კონკრეტულ სტატუსს იკავებდა ადრე და რა თანამდებობა გააჩნდა

მმართველი გუნდის წევრმა, დავით მათიკაშვილმა გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე და მის ფარგლებში გასაჯაროებულ ახალ დეტალებზე “რუსთავი ორის” ეთერში ისაუბრა.

კითხვაზე – შესაძლოა თუ არა, მიხეილ სააკაშვილის საქმეში ახალი ბრალი გაჩნდეს, მათიკაშვილი ამბობს, რომ ყველაფერს სამართალდამცავი ორგანოები დაადგენს.

“ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოში. ამ ქვეყანაში ძირითადი წყარო, საიდანაც ხდება გადაწყვეტილებების მიღება, ეს არის კანონი. კანონში რაც წერია, ის სრულდება. თუკი კონკრეტული დანაშაულის შემადგენლობა ბრალად შეეფარდა კონკრეტულ პირს, მიუხედავად იმისა, მას ადრე ეკავა თუ არა პრეზიდენტის თანამდებობა, ის ვალდებულია, ეს ბრალდება მოიხადოს კანონის დადგენილი წესით. თუკი მსგავსი რამ იქნება, ამაში განსაკუთრებული არაფერი არ არის. დანაშაულის ფაქტებზე სახელმწიფო რეაგირებს ადეკვატურად, მნიშვნელობა არ აქვს, დანაშაულის ჩამდენი რა კონკრეტულ სტატუსს იკავებდა ადრე და რა თანამდებობა გააჩნდა. თუკი სააკაშვილის წიაღში კიდევ სხვა დანაშაულის ჩადენის ფაქტიც დადასტურდა სამართალდამცავი ორგანოების მიერ, ნურავის ნუ გაუკვირდება, თუკი ასეთი ბრალდება იქნება დამნაშავე პირის მიმართ წაყენებული,“ – აცხადებს დავით მათიკაშვილი.

ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გივი თარგამაძის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ძებნილმა პირმა გამოძიებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები