დავით მათიკაშვილი: 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც თვითონ ჩათვლის საჭიროდ

“ჩვენ სამწუხაროდ, ვაკვირდებით იმ მაშველ რგოლებს, რომლებიც რადიკალურ ოპოზიციას საზღვარგარეთიდან აქვს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, დავით მათიკაშვილმა “დღის კურიერის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც თვითონ ჩათვლის საჭიროდ.

“დასრულდება არჩევნები საქართველოში, დასრულდება არჩევნები შეერთებულ შტატებში, დასრულდება ომი უკრაინაში და საქართველოსთან მიმართებით, ეს ურთიერთობა და ინტერესი შეიცვლება. ვაკვირდებით იმ მაშველ გოლებს, რომლებიც რადიკალურ ოპოზიციას საზღვარგარეთიდან აქვს. არ გადის დროის მოკლე პერიოდი, რომ ახალ მაშველი რგოლი არ მიიღოს ოპოზიციამ. ისინი საქართველოში არანაირ წინასაარჩევნო პროცესს არ ატარებენ და მხოლოდ იმედი აქვთ მათი დავალების მიმცემების და გარე ფაქტორების. თუმცა, ძალიან მწარედ მოტყუვდება ყველა, ვინც კი იმედს არა საკუთარ მოსახლეობაზე და ამომრჩეველზე დაამყარებს, არამედ დაამყარებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებულ დავალების მიმცემზე ან ვინც გინდა ის იყოს.

26 ოქტომბერს ქართველი ხალხი მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც თვითონ ჩათვლის საჭიროდ და არა ვაშინგტონში, პეკინში, მოსკოვში თუ ბრიუსელში ჩათვლიან საჭიროდ, არამედ რასაც ჩათვლიან საჭიროდ თბილისში, გურჯაანში, თელავში, ბათუმში და ა.შ. მთელს მსოფლიოში ყველას ექნება ვალდებულება, რომ ქართველ ამომრჩეველს დაუგდოს ყური და მხარი დაუჭიროს იმ ხელისუფლებას, რომელი ხელისუფლებაც იქნება ქართველი ხალხის მიერ მხარდაჭერილი,“ – აცხადებს დავით მათიკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები