დავით მათიკაშვილი: სალომე ზურაბიშვილმა თავისი საპრეზიდენტო ვადა უნდა დაასრულოს არა ვადის ამოწურვით, არამედ იმპიჩმენტით

მმართველი გუნდის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა თავისი საპრეზიდენტო ვადა უნდა დაასრულოს არა ვადის ამოწურვით, არამედ იმპიჩმენტით.

“სალომე ზურაბიშვილი არის ყოველგვარ ზღვარს გაცდენილი, რომელიც არღვევს კონსტიტუციას. ის ზეპარტიული ლიდერის ნაცვლად წარმოადგენს ჩვეულებრივ რიგით ოპოზიციონერს. იგი პრეზიდენტის სასახლეს უთმობს, რადიკალ ოპოზიციონერებს რაღაც თავიანთი მიზნების განხორციელებისთვის.

ეს მძიმე საყურებელია და ამაზრზენია, სალომე ზურაბიშვილმა თავისი საპრეზიდენტო ვადა უნდა დაასრულოს არა ვადის ამოწურვით, არამედ იმპიჩმენტით. კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი მიიღებს საკადრის პასუხს,“- განაცხადა მათიკაშვილმა “რუსთავი ორის” ეთერში საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები