“ევროპის არცერთი ქვეყანა არ დარჩა, რომელიც არ თანამშრომლობს და არ ვაჭრობს რუსეთთან” – ზარქუა

“[ევროპარლამენტარების] რეზოლუციაში ვკითხულობთ, რომ საქართველომ სანქციები უნდა დაუწესოს რუსეთს. შეგახსენებთ, ევროპის არცერთი ქვეყანა არ დარჩა, რომელიც არ თანამშრომლობს და არ ვაჭრობს რუსეთთან”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა აცხადებს.

დეპუტატის შეფასებით, რუსეთისთვის სანქციების დაწესება საქართველოს ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება.

“მეტს გეტყვით, ლიეტუვამ და ლატვიამ რუსეთის ფედერაციაში ღვინის ექსპორტში გადაგვასწრო, ნავთობპროდუქტებით ვაჭრობა პიკს აღწევს. ასეთი სტანდარტის მქონე რეზოლუცია გვაქვს.

ჩვენ სანქცია უნდა დავუწესოთ რუსეთს, ჩვენი სანქცია რა უნდა იყოს, მაგრამ ჩვენს ეკონომიკას ჩამოანგრევს. რა აქვთ გამიზნული – ჩამოინგრეს ეკონომიკა, შესაბამისად ინფლაცია გაიზარდოს, დაბალი სამუშაო ადგილები, მეტი უმუშევრობა იყოს და ჰგონიათ, რომ ამით რევოლუციურ სცენარს უფრო ადვილად განახორციელებენ”, – განაცხადა ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები