რუსებმა ხარკოვი დაბომბეს – არიან დაღუპულები და დაშავებულები

ხარკოვის ოლქზე რუსების იერიშს ორი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთი კი დაშავდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის ოლქის პოლიცია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„რუსებმა ხარკოვს მართვადი ბომბებით დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაიჭრა, მათ შორის 10 წლის ბიჭი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

პროკურატურის ცნობით, დაბომბვის შედეგად დაიღუპა 69 წლის ქალი და 73 წლის მამაკაცი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები