„ახალი მემარჯვენეები“ საარჩევნო კოდექსის ირგვლივ ხელისუფლებასთან დიალოგს ითხოვენ

პარტია „ახალი მემარჯვენეების“ პოლიტიკურმა მდივანმა მანანა ნაჭყებიამ, საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საარჩევნო კოდექსის ნაკლოვანებაზე ისაუბრა და ხელისუფლებისგან ამ საკითხის გამო არასაპარლამენტო ოპოზიციასთან დიალოგი მოითხოვა.
მისი თქმით, ძალიან კარგია როდესაც ბარიერი 50% გაიზარდა, თუმცა არსებობს მთელი რიგი ნაკლოვანებები, რომელთა აღმოფხვრასაც ხელისუფლება არ ცდილობს და დროს წელავს.
„ქართული დემოკრატიისათვის 50%- იანი ბარიერი ძალიან კარგი შენაძენია, მაგრამ საარჩევნო სისტემა და სიები არ შეცვლილა. ყველას გვახსოვს თეა წულუკიანის განცხადება სიებში 3000 ადამიანის გაორებასთან დაკავშირებით. ამ ხელისუფლებაზე ძალიან გაბრაზებული ვარ, ხელისუფლება ბოდიშის მოხდას უნდა მივაჩვიოთ. არ შეიძლება თქვა, რომ 3 ათასი ცვლილება შეიტანე და თურმე რა ცუდი სია იყო ის. არაერთი ხარვეზია საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების თვალსაზრისითაც. ამ კუთხით არც ერთი ნაბიჯით წინ არ წავსულვართ. თუ ადრე 13 – კაციან კომისიაში ასე თუ ისე ბალანსი დაცული იყო, დღეს 12 წევრი ხელისუფლებისაა და ერთი ოპოზიციის. არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებასთან ამ თემაზე დიალოგს ვითხოვთ. კეთილი ინებონ და ამ შეთავაზებას დათანხმდნენ“,- განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები