ზელენსკი: უახლოეს მომავალში უკრაინა პარტნიორებს გამარჯვების გეგმას წარუდგენს – მათ ვთავაზობთ გადაწყვიტონ, როგორ ხედავენ ომის დასასრულს
უახლოეს მომავალში უკრაინა წარუდგენს თავის გამარჯვების გეგმას ყველა პარტნიორს, ვისაც შეუძლია გააძლიეროს უკრაინა რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„ჩვენ ყველას, ვისაც შეუძლია უკრაინის გაძლიერება, ჩვენი გამარჯვების გეგმას წარვუდგენთ – ყველა ქვეყანას, რომელიც ნამდვილად შეძლებს დახმარებას მშვიდობის დამყარებაში. და, რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორების პოზიციებისა და უკრაინის რეალური შესაძლებლობის გაცნობიერებით, გამარჯვების გეგმის გაძლიერებით, ჩვენ გამოვაქვეყნებთ შემდგომი ქმედებების ჩვენს სტრატეგიას“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკი მიიჩნევს, რომ ყველა უკრაინელისთვის მნიშვნელოვანია „ზოგადი მსოფლმხედველობის“ გაგება.
„ჩვენ ვთავაზობთ ჩვენს პარტნიორებს გადაწყვიტონ, თუ როგორ ხედავენ ამ ომის დასასრულს, უკრაინის ადგილს გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურაში, ასევე ერთობლივ ნაბიჯებს, რომლებიც ამ ომს მისი დასასრულის კურსზე დააყენებს“, – განმარტა უკრაინის პრეზიდენტმა.