ნიდერლანდებმა უკრაინას F16-ის პირველი პარტია გადასცა

ნიდერლანდებმა უკრაინას F16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების პირველი პარტია გადასცა,- ამის შესახებ ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა რუბენ ბრეკელმანსმა, კიევში და ხარკოვში მოულოდნელი ვიზიტის შემდეგ განაცხადა.

„პირველად შემიძლია გამოვაცხადო, რომ უკრაინას ნიდერლანდური F16-ები მივაწოდეთ“, – დაწერა ბრეკელმანსმა X-ში.

მისი თქმით, თვითმფრინავები უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება.

„ხარკოვში მე ვნახე რუსული ავიაიერიშებისგან მიყენებული ზარალი და საჰაერო განგაშის ხმა ხშირად მესმოდა“, – განაცხადა ბრეკელმანსმა. მან ასევე აღნიშნა, რომ დარჩენილ 24 ავიაგამანადგურებელს უკრაინა წლის ბოლომდე მიიღებს.

ხარკოვში ვიზიტის შემდეგ რუბენ ბრეკელმანსმა განაცხადა, რომ ქალაქის დაცვის ერთადერთი საშუალება რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სამხედრო ობიექტებზე დარტყმებია.

კიევში ყოფნისას ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა უკრაინასთან ერთობლივად უპილოტო აპარატების შექმნის პროგრამაში, 400 მლნ ევროს ინვესტიციას განახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები