უკრაინულმა ძალებმა ყირიმში რუსული ნავთობის ბაზა დაბომბეს

ყირიმის ქალაქ ფეოდოსიაში მდებარე მსხვილი ნავთობის ბაზა, უკრაინულმა ძალებმა დაბომბეს, ბაზას ხანძარი გაუჩნდა,- ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

რუსული ტელეგრამ არხები წერენ, რომ ბაზაზე ხანძრის გაჩენამდე რაიონში დრონები გამოჩნდნენ. როგორც ფეოდოსიის პრორუსული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, იგორ ტკაჩენკომ განაცხადა, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ფეოდოსიის ნავთობის ტერმინალი ყირიმში უმსხვილესია. საერთო ჯამში, ანექსირებულ ყირიმში ორი ასეთი ტერმინალია, მეორე სევასტოპოლში მდებარეობს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ყირიმის და რუსეთის რამდენიმე ოლქის თავზე 6-7 ოქტომბერს ღამით 21 უკრაინული დრონი იქნა განადგურებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები