რუსმა ოკუპანტებმა დაბა ნიუ-იორკში 3 უკრაინელი სამხედრო ტყვე დახვრიტეს

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის დაბა ნიუ-იორკში 3 უკრაინელი სამხედრო ტყვე დახვრიტეს,- ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად უკრაინის ეროვნული გვარდიის აზოვის ბრიგადის წევრებმა გაავრცელეს. მათი თქმით, დახვრეტის პროცესი მათმა დრონმა დააფიქსირა. 

დრონიდან გადაღებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ კლავენ რუსი სამხედროები სამ უკრაინელ ტყვეს, რომლებსაც იარაღი არ აქვთ და დანებებას ცდილობენ. ცნობილია, რომ დახვრეტაში მონაწილე რუსი სამხედროებიდან ერთ-ერთი, მოგვიანებით უკრაინელმა მებრძოლებმა ტყვედ აიყვანეს.

უკრაინის პროკურატურის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, 2022 წლიდან დღემდე, რუსმა სამხედროებმა ბრძოლის ველზე 93 უკრაინელი ტყვე მოკლეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები