“ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი – ვარლამ ლიპარტელიანი ვარკეთილის მოსახლეობას შეხვდა
“ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი ვარკეთილის მესამე მასივის მოსახლეობას შეხვდა.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ახლად რეაბილიტირებულ სკვერში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ სოციალურ და პოლიტიკურ მდგომარეობას. აღინიშნა, რომ მშვიდობის შენარჩუნება მმართველი გუნდის მონაპოვარია და შესაბამისად, იმისათვის, რომ გაგრძელდეს მშვიდობიან და სტაბილურ გარემოში ქვეყნის წინსვლა და განვითარება, 26 ოქტომბრის არჩევნებზე მოქალაქეებმა სწორედ „ქართულ ოცნებას“ უნდა მისცენ ხმა.
შეხვედრას სამგორის რაიონის გამგებელი, „ქართული ოცნების“ სამგორის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი – კახა სამხარაძე ესწრებოდა.