აშშ-მ ლიბანში ჰუმანიტარული დახმარებისთვის 157 მილიონი დოლარი გამოყო
აშშ-ები 157 მილიონი დოლარის ოდენობის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოყოფენ „ლიბანსა და რეგიონში კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანების მხარდასაჭერად“. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ანტონი ბლინკენის განცხადებაშია ნათქვამი.
„დაფინანსება დააკმაყოფილებს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა ახალ და არსებულ საჭიროებებს ლიბანში და მათ მასპინძელ თემებში. დახმარება ასევე გამოყოფილია მათთვის, ვინც მეზობელ სირიაში გაიქცა”, – აღნიშნა ბლინკენმა.