სირიაში ტერაქტის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 30 ბავშვია

სირიის ქალაქ ხომსში ორმაგი ტერაქტი მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 40 დაღუპულიდან 30 ბავშვია. დაჭრილია ასობით ადამიანი. პირველი აფეთქება სკოლასთან მოხდა. დანაღმული ავტომობილი სწორედ იმ დროს აფეთქდა, როდესაც მოსწავლეები გაკვეთილებიდან გამოვიდნენ.
რამდენიმე წუთში მეორე აფეთქება მოხდა, საავადმყოფოსთან კამიკაძემ თავი აიფეთქა.
აღსანიშნავია, რომ კვარტალში, სადაც ტერაქტები მოხდა, ძირითადად, ალავიტები ცხოვრობენ. ისინი სირიის მოქმედი პრეზიდენტის, ბაშარ ასადის რეჟიმს უჭერენ მხარს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები