ლიბერიაში გაეროს მისიის თანამშრომელი ებოლას ვირუსით გარდაიცვალა (ვიდეო)
ლიბერიაში გაეროს მისიის თანამშრომელი, სავარაუდოდ, ებოლას ვირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა სტეფან დიუჟარიკმა განაცხადა. გაეროს მისიის ყველა თანამშრომელი ინსტრუქციას გადის, თუ რა ზომებს უნდა მიმართოს, რომ არ დაავადდეს, თუმცა მუშაობა აფრიკაში ასე თუ ისე დაავადების რისკებთანაა დაკავშირებული.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ლიბერიას ვირუსთან ბრძოლისთვის საკუთარ რესურსებს სთავაზობს.
შეგახსენებთ, რომ ებოლას ვირუსის მსხვერპლი მსოფლიოში 3338 ადამიანია.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=Qv8QdLqCm7s” width=”560″ height=”315″]