პუტინმა და მერკელმა უკრაინის მოვლენებზე და გაზის პრობლემაზე ისაუბრეს (ვიდეო)
რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინსა და გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელის შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საუბრის ინიციატორი გერმანული მხარე იყო. ორი ქვეყნის ლიდერებმა უკრაინასთან დაკავშირებული რამდენიმე საკითხი განიხილეს. პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობაზე და უკრაინული ქვედანაყოფების მხრიდან სამოქალაქო ობიექტებისკენ სროლების შეწყვეტაზე გააკეთა აქცენტი.
გარდა ამისა, პუტინმა და მერკელმა სატელეფონო საუბრისას უკრაინის გაზის პრობლემა განიხილეს. გუშინ ცნობილი გახდა, რომ სამმხრივი მოლაპარაკებები გაზის მიწოდების საკითხზე მოსკოვის, ბრიუსელის და კიევის მონაწილეობით შემდეგ კვირაში ჩატარდება. ასევე ინფორმაცია გავრცელდა, რომ უკრაინული მხარე რუსეთიდან მიწოდებული გაზის საფასურის წინასწარ გადახდას დათანხმდა. მხარეები ახლოს არიან იმასთან, რომ შეთანხმდნენ ფასსზე – 385 დოლარი 1000 კუბურ მეტრში. გარდა ამისა, გაზის მიწოდებამდე მოსკოვი კიევისგან არსებული ვალის გადახდის დაწყებას ითხოვს. ვალის საერთო თანხა 3,1 მილიარდ დოლარს შეადგენს.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=u4FCIGSM7h4″ width=”560″ height=”315″]