IDF: ირანმა ისრაელის მიმართულებით 180 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, მათი დიდი რაოდენობა იქნა შეჩერებული

ისრაელის თავდაცვის ძალებში (IDF) აცხადებენ, რომ ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით გაშვებული 180 ბალისტიკური რაკეტიდან „დიდი რაოდენობა“ იქნა შეჩერებული.

მათივე ცნობით, ისრაელის საჰაერო თავდაცვა იყო „ეფექტური“.

ამასთან, სამხედროების თქმით, აშშ ასევე მონაწილეობდა ისრაელის დაცვაში, როგორც ირანისგან მომავალი საფრთხის იდენტიფიცირებით, ასევე ზოგიერთი რაკეტის ჩამოგდებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები