თეა წულუკიანი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შესახვედრად მზად არის

  საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი “ნაციონლური მოძრაობის” წარმომადგენლებთან შესახვედრად მზად არის. წულუკიანის განცხადებით, მას არაფერი უშლის ხელს, რომ როდესაც მიმართავენ და შეხვედრას ითხოვენ, მათ შეხვდეს.
„წინასაარჩევნო პერიოდში უწყებათშორისი საბჭო მოქმედებს, მაგრამ შუალედურ პერიოდშიც მე არაფერი მიშლის ხელს, რომ როდესაც მომმართავენ და შეხვედრას ითხოვენ, მათ შევხვდე. სამწუხაროდ, ხშირად დრო არ მყოფნის და ყველას ვერ ვხვდები, მაგრამ ამ მოთხოვნას შევისწავლი და სერიოზულად მოვეკიდები“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ პარტიის წარმომადგენლები იუსტიციის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. დეპუტატის თქმით, ოპოზიციის სურვილია, რომ ეს შეხვედრა საჯარო იყოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები