პრემიერი მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის ხელმძღვანელებს შეხვდა

   საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს ფრენკ ჰემსკერკს და საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს მენო სნელის შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები განიხილეს და სამომავლო პროგნოზები დასახეს. სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მაღალი რანგის წარმომადგენლები დადებითად აფასებენ მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და აცხადებენ, რომ საქართველოსთვის 2014 წელი ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით გაცილებით წარმატებული იქნება. შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორებს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები