კახა კალაძე: მწამს, რომ მხოლოდ მშვიდობიანი გზით, ურთიერთპატივისცემითა და მიტევებით არის შესაძლებელი ნდობის აღდგენა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიღწევა

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

კახა კალაძის თქმით, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ურთიერთმიტევებით და შერიგების გზით არის შესაძლებელი.

„27 სექტემბერი, სოხუმის დაცემის დღე ერთ-ერთი უმძიმესი თარიღია საქართველოს ისტორიაში. კიდევ უფრო მძიმეა ომის შედეგები – დაკარგული ტერიტორიები, დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობა, ჯარისკაცები, ათი ათასობით დევნილი. ვერაფერი გაანელებს ამ ტკივილს, თუმცა საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა გადავდგათ ურთიერთმიტევებისა და შერიგების კონკრეტული ნაბიჯები. მწამს, რომ განვითარებით, ურთიერთპატივისცემით, მიტევებითა და მშვიდობიანი გზით არის შესაძლებელი ნდობის აღდგენა, ერთმანეთის დაბრუნება, და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიღწევა. ამას გმირი ჯარისკაცების ხსოვნა, ასევე, მომავალი თაობებისადმი პასუხისმგებლობა გვავალდებულებს”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები