ორი „რესპუბლიკელი“ სენატორი ზელენსკის მოუწოდებს, ამერიკული პოლიტიკისგან თავი შორს დაიჭიროს

ორი „რესპუბლიკელი“ სენატორი – ჯონ ტუნი და ჯონ კორნინი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდებენ, ამერიკული პოლიტიკისგან თავი შორს დაიჭიროს. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული გამოცემა POLITICO ავრცელებს.

კორნინმა ზელენსკის კომენტარებს, პენსილვანიის შტატში „დემოკრატების გვერდით“ გამოჩენასთან ერთად, „მონუმენტური შეცდომა“ უწოდა.

„მიზანშეწონილი იქნებოდა, რომ მან [ზელენსკიმ] ამერიკული პოლიტიკისგან თავი შორს დაიჭიროს. ზელენსკისა და ვენსს აქვთ უთანხმოება ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არ არის მისი [ზელენსკის] საქმე, რომ ეს აქ განიხილოს, ამერიკის არჩევნების შუაგულში“, – აღნიშნა სენატორმა ჯონ ტუნიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები