რუსებმა ხარკოვში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს – არიან დაღუპულები და დაშავებულები

უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ქალაქ ხარკოვში, რუსეთმა საცხოვრებელი კორპუსი დაბომბა, რის შედეგადაც, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა და 31 დაშავდა.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, დარტყმის ტალღა, რომელიც მიზნად ისახავდა მაღალსართულიან და სხვა საცხოვრებელ ადგილებს, მართვადი ბომბების გამოყენებით განხორციელდა.

„რუსული ბომბების სამიზნე არის საცხოვრებელი კორპუსი, საცხობი, სტადიონი… ანუ უბრალო ადამიანების ჩვეულებრივი ცხოვრება“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები