სკოლაში მოსწავლეებს სირცხვილის დაფაზე სურათის გამოკვრით სჯიან

  ბუჩანის №5 სკოლაში წესრიგის დამრღვევი ბავშვები სირცხვილის დაფაზე სურათების გამოკვრით ისჯებიან. დაფაზე ბავშვის ფოტო იმ შემთხვევაში ხვდება, თუ ის სკოლაში დააგვიანებს, ან უფორმოდ მივა. მშობლებმა შეშინებული ბავშვებისგან გაიგეს, რომ შვილებს მათი თანხმობის გარეშე უღებენ ფოტოებს, – წერს “Коцюбинське.com.ua”.
“შოკირებული ვიყავი, როდესაც ჩემმა შვილმა მომიყვა, რომ ის დერეფანში გაიყვანეს და სურათი გადაუღეს. ვფიქრობ, ასეთ მეთოდს დირექტორი მიმართავდა მაშინ, როდესაც აქ სკოლის ნაცვლად ინტერნატი არსებობდა და ალბათ მაშინ დირექტორი არ ისჯებოდა, რადგან უპატრონო ბავშვები სწავლობდნენ. როგორ შეიძლება მშობლების უნებართვოდ ბავშვებისთვის ფოტოების გადაღება “, – განაცხადა ერთ-ერთი მოსწავლის მშობელმა.
სკოლის დირექტორმა, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს ინტერნატში გაიზარდა, ბავშვების მშობლებს განუცხადა, რომ მას ინტერნატის დირექტორი უარესად ექცეოდა. ექსპერტები კი ბავშვების ფოტოების სირცხვილის დაფაზე გამოკვრას მათი უფლებების დარღვევად აფასებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები