აჭარაში საგნობრივ ოლიმპიადასა და კონკურსებში გამარჯვებული 142 მოსწავლე დაჯილდოვდა

აჭარაში კონკურსებსა და საგნობრივ ოლიმპიადებში 15000 – მდე მოსწავლე მონაწილეობდა, გამოვლინდა 142 გამარჯვებული.

ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

“დღეს გამარჯვებული მოსწავლეები აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის
განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან დავით გაბაიძესთან და ბათუმის მერთან არჩილ ჩიქოვანთან ერთად
დააჯილდოვა.

მოსწავლეებს გადაეცათ დიპლომები, ლეპტოპები, პლანშეტები, სმარტ საათები.

მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისა და წახალისების მიზნით, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2012 წლიდან ატარებს საგნობრივ ოლიმპიადას 6 საგანში.
სამინისტრო ასევე ატარებს კონკურსს დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებისათვის – ქართულ
ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკაში, ისტორიასა და სამოქალაქო განათლებაში, ლიტერატურულ მარათონს, სახვითი ხელოვნების კონკურსს და სპორტულ შეჯიბრს”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები