კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის ბებია: შანტაჟს მოჰყვა ეს ყველაფერი – არ მოუკლავს ბექას, იქ რაღაც დოკუმენტები იქნება

„შანტაჟს მოჰყვა ეს ყველაფერი. აშანტაჟებდა, კესო ეუბნებოდა, ცოლად მომიყვანეო. არ მოუკლავს ბექას, იქ რაღაცა დოკუმენტები იქნება კიდევ”,- ამის შესახებ მოკლული ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის ბებია აცხადებს.

“ბექა, აქ, სამეგრელოში, არ ყოფილა იანვრის მერე. არაფერი ვიცოდით… ბექა სადღაც დაწესებულებაში მუშაობდა დაცვად“, – ამბობს ბექა ჯაიანის ბებია.

ცნობისთვის, 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცავებმა 26 წლის ბექა ჯაიანი დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები