მოსკოვში „ასკანელი ძმების“ პროდუქციამ წარმატება მოიპოვა
მოსკოვში საერთაშორისო გამოფენა – გაყიდვის „PRODEXPO“-ს ფარგლებში, ალკოჰოლური სასმელების XVI სადეგუსტაციო კონკურსი ჩატარდა, რომელშიც 30-მდე ქვეყნის ალკოჰოლური დარგის ლიდერი კომპანიები მონაწილეობდნენ. კონკურსზე წარმოდგენილი იყო „ასკანელი ძმების“ პროდუქცია.
სადეგუსტაციო კონკურსზე „ასკანელი ძმების“ ღვინო და კონიაკი შემდეგი პრიზებით დაჯილდოვდნენ: კონიაკი „ასკანელი 6 – წლიანი“- „PRODEXPO“-ს ვარსკვლავი – გრან – პრი; კონიაკი „ასკანელი 5 – წლიანი“- ოქროს მედალი; ღვინო „წინანდალი“ – თეთრი მშრალი სამარკო ღვინო-ოქროს მედალი; ღვინო „მუკუზანი“-ოქროს მედალი; ღვინო „საფერავი“- ოქროს მედალი; ღვინო „ალაზნის ველი“ (წითელი ნახევრად-ტკბილი) – ოქროს მედალი; ღვინო „ქინძმარაული“ -ვერცხლის მედალი; ღვინო „ალაზნის ველი“(თეთრი ნახევრად ტკბილი ღვინო) – დიპლომი.