“გვაქვს მოლოდინი, რომ როდესაც დასრულდება უკრაინაში კონფლიქტი, შემდეგ თვისობრივად გადაიხედება ურთიერთობები ჩვენს პარტნიორ და მეგობარ ქვეყნებთან” – გორდულაძე

“ჩვენ გვაქვს ასეთი მოლოდინი, რომ როდესაც დასრულდება უკრაინაში კონფლიქტი, შემდეგ თვისობრივად გადაიხედება ურთიერთობები ჩვენს პარტნიორ და მეგობარ ქვეყნებთან”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, არჩილ გორდულაძემ ისაუბრა.

გორდულაძემ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონთან დაკავშირებით გაჟღერებული კრიტიკა შეაფასა.

„როდესაც ასეთ განცხადებებს ვისმენთ ხოლმე, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, ეს აღქმულია როგორც მცდელობა, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების და კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დახმარების, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ გვაქვს ასეთი მოლოდინი, რომ როდესაც დასრულდება უკრაინაში კონფლიქტი, შემდეგ თვისობრივად გადაიხედება ურთიერთობები ჩვენს პარტნიორ და მეგობარ ქვეყნებთან. მას შემდეგ, რაც კონფლიქტები აღარ იქნება ჩვენი ქვეყნის გარშემო და არავითარი საფრთხე აღარ შეექმნება ჩვენს ქვეყანაში მშვიდობას, შესაძლებელი იქნება, რომ სხვა დინამიკაში ვესაუბროთ ჩვენს პარტნიორებს“, – აღნიშნა გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები