საპატრიარქოში საქართველოს ეკლესიის სინოდალური კომისიის სხდომა გაიმართა

მიმდინარე წლის 17 სექტემბერს საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს ეკლესიის სინოდალური კომისიის სხდომა. ინფორმაციას საპატრიარქოს პრესსამსახური ავრცელებს.
“კომისიის წევრებმა სხვა საკითხებთან ერთად, ასევე იმსჯელეს ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმსახურის, დეკანოზ ზინობ ჟვანიას ქმედებაზე.
კერძოდ, საუბარი შეეხო 2023 წლის 25 სექტემბრით დათარიღებულ დეკანოზ ზინობ ჟვანიას ფეისბუქ სტატუსს, სადაც ის საუბრობს სენაკის მუნიციპალიტეტში შუშანიების სავანეზე.
კომისიის წევრებმა დეკანოზ ზინობს განუმარტეს, რომ უმართებულოდ ხდება ადგილობრივი მღვდელმთავრის და, ზოგადად, საქართველოს ეკლესიის დადანაშაულება, თითქოსდა ვიღაცის კერძო საკუთრების მითვისებაში.
აღნიშნული ქმედებისთვის, დეკანოზმა ზინობ ჟვანიამ კომისიის წევრების წინაშე შენდობა ითხოვა, რაც წერილობითაც დაადასტურა”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები