“მე ვარ თუ არა დასანქცირებული, ვერ გავიგე” – ირაკლი ზარქუა
“ამათი სანქციები უკვე კომიკურ ხასიათს იღებს – თუ ქართველობის დაცვის გამო უნდა დაგვასანქცირონ, დაე, იყოს ასე! ჩვენ ქართველები ვართ, ამით ვერავინ შეგვაშინებს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ აშშ-ის სანქცირების ახალ პაკეტთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ზარქუა ამბობს, ვერ გაიგო, არის თუ არა თვითონ დასანქცირებული.
“მე ვარ თუ არა დასანქცირებული, ვერ გავიგე, ვერ ჩამოყალიბდნე. ჩვენი ოჯახის წევრები, ზოგი კოლეგა იყო ამერიკაშიც, ევროპაშიც, მეც გახლდით, არავინ არ არის დასანქცირებული. არ გამოვრიცხავ ზუსტად ანალოგიური მიდგომა ჰქონდეთ აქაც. არ ვიცი, ერთმანეთს ატყუებენ თუ რა. თუ ქართველობის დაცვის, ჩვენი ინტერესების დაცვის გამო [უნდა] დაგვასანქცირონ, დაე, იყოს ასე! ამას არ შევუშინდებით! ჩვენ ქართველები ვართ. ჩვენ ამით ვერავინ შეგვაშინებს, იმიტომ რომ ზუსტად ვიცით რასაც ვაკეთებთ. ვიცავთ მართლმადიდებლობას, ქართველობას და ჩვენს ადათ-წესებს. უთავმოყვარეოები, უპრინციპოები და “ჩახდილები” ეგერ არიან და დაიცავით“, – განაცხადა ზარქუამ.