დღეს საკანონმდებლო ორგანოში პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტზე იმსჯელებენ.
კანონი მათ შორის არეგულირებს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ერთნაირსქესიანთა ქორწინება, არასრულწლოვანთა შვილად აყვანა და სქესის შეცვლის ოპერაციები.
მმართველი გუნდში საკითხის მნიშვნელობაზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ოჯახური ღირებულებების დაცვა ერთ-ერთია იმ საკითხებიდან, რომლისთვისაც ქართულ ოცნებას საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება სჭირდება.
შეგახსენებთ, „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა უფლებების“ დაცვის შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით უკვე მიღებულია.