წილოსანი – ამნისტიის კანონპროექტზე: ეს იდეა რამდენიმე ათას ადამიანს მისცემს საშუალებას, რომ რესოციალიზაცია მოახდინოს

“ეს იდეა რამდენიმე ათას ადამიანს მისცემს საშუალებას, რომ რესოციალიზაცია მოახდინოს და დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახებს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ნინო წილოსანმა ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე საუბრისას აღნიშნა.

დეპუტატის თქმით, ეს კანონპროექტი უზომოდ ჰუმანური აქტია.

“სამწუხაროა, რომ ოპოზიცია ასეთ და ძალიან თვალნათელ, ჰუმანურ აქტებშიც კი არ უერთდება მმართველ გუნდს. ოპოზიციის პარლამენტში მუშაობა ნამდვილად ირონიულია, თუმცა რაღაც სახის შენარჩუნებისთვის ღირდა, რომ რაიმე პოზიცია დაეფიქსირებინათ”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

მე-10 მოწვევის ბოლო სასესიო კვირაში, ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე მესამე მოსმენით იმსჯელებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები