რუსეთში შეიარაღებული ძალების რაოდენობა გაიზრდება
რუსეთში შეიარაღებული ძალების რაოდენობა გაიზრდება,- ამის შესახებ განკარგულებას ხელი ქვეყნის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოაწერა და დოკუმენტი სამართლებრივი აქტების ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა.
ახალი ბრძანებით, რუსეთს შეიარაღებული ძალების რაოდენობა 2 მილიონ 389 ათასამდე გაიზრდება, მათ შორის 1 500 000 სამხედრო მოსამსახურე იქნება.
რუსეთის პრეზიდენტმა მთავრობას ასევე დაავალა, რომ ბიუჯეტიდან თავდაცვის სამინისტროს განკარგულების შესასრულებლად საჭირო თანხა გამოეყოს.
მანამდე, რუსეთის შეიარაღებული ძალების პერსონალის რაოდენობა 2023 წლის დეკემბერში 2 მილიონ 209 ათასამდე გაიზარდა, მათ შორის 1 320 000 სამხედრო მოსამსახურეა.