ჟვანიას სკოლა „ახალქალაქობა 2024-ს” შეუერთდა

სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა ახალქალაქში გამართულ კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება „ახალქალაქობა 2024-ს” შეუერთდა.

საქალაქო დღესასწაულის ფარგლებში, ჟვანიას სკოლამ სტუმრებს შემეცნებით-გასართობი პროგრამითა და ბრენდირებული საკონდიტრო ნაწარმით უმასპინძლა. მონაწილეებს ვიქტორინაში ჩართვის საშუალებაც მიეცათ. გამარჯვებულებს კი, სკოლის სახელით, საჩუქრად გადაეცათ სტენდზე წარმოდგენილი ბრენდირებული ნივთები.
ჟვანიას სკოლის სტენდი მოინახულეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა, მელქონ მაკარიანმა, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა, ბესიკ ამირანაშვილმა, გუბერნატორის მოადგილეებმა, შოთა როსტიაშვილმა და მარინა გაჩეჩილაძემ, ნინოწმინდის მერმა, ანივარდ მასოიანმა, ნინოწმონდის საკრებულოს თავმჯდომარემ, ვაან აროიანმა და ნინოწმინდის ბაღების გაერთიანების უფროსმა, ამალია მღდესიანმა.

ბ-მა მელქონ მაკარიანმა სახელმწიფო ენის გავრცელების და განმტკიცების მხრივ სკოლის უმნიშვნელოვანეს მისიაზე ისაუბრა: „სიამაყით აღვნიშნავ, რომ მეც ჟვანიას სკოლის მსმენელი ვიყავი. თქვენი დამსახურებით ადგილობრივი მოსახლეობა კარგად საუბრობს ქართულ ენაზე. მადლობას ვუხდი სკოლას თავდაუზოგავი შრომისთვის, გაწეული დახმარებისთვის და გისურვებთ წარმატებებს თქვენს საქმიანობაში.“

შეგახსენებთ, რომ ჟვანიას სკოლა ყოველწლიურად ერთვება რეგიონულ და საქალაქო კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები