ჩინეთში ტაიფუნ „ბებინკას“ გამო განგაშის წითელი დონეა გამოცხადებული

ჩინეთში ტაიფუნ „ბებინკას“ გამო განგაშის წითელი დონე გამოცხადდა და ზოგიერთი სანაპირო ტერიტორიიდან დაწყებულია მოსახლეობის ევაკუაცია.

მედიის ინფორმაციით, ტაიფუნი „ბებინკა“ ბოლო 70 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ტროპიკული ციკლონია.

შანხაის ორივე მთავარ აეროპორტში ყველა ფრენა შეჩერებულია, რადგან ტაიფუნმა ქალაქში კოკისპირული წვიმა გამოიწვია. ყველა ავტომაგისტრალი დაიხურა და ქალაქის შიდა გზებზე დაწესდა სიჩქარის ზღვარი.

შანხაის რკინიგზის სადგურიდან ზოგიერთი მიმართულებით სარკინიგზო მიმოსვლაც შეჩერდა. ქალაქის დაახლოებით 25 მილიონ მცხოვრებს შენობებში დარჩენა ურჩიეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები