პოლიტიკოსის და კინოვარსკვლავის სასჯელმა ინდოეთში მასობრივი თვითმკვლელობები გამოიწვია
ინდოეთის შტატ ტამილნადის მთავარი მინისტრისთვის და ყოფილი კინოვარსკვლავისთვის ჯაიალალიტა ჯაიარამისთვის დაწესებულმა სასჯელმა მასობრივი თვითმკვლელობები გამოიწვია. უცხოური პრესის ინფორმაციით, მინისტრს თაყვანისმცემლები „დედას“ ეძახდნენ. როდესაც მათ გაიგეს, რომ ჯაიარამი კორუფციაში დამნაშავედ სცნეს, მინიმუმ 20-მა ადამიანმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.
ჯაიალალიტა ჯაიარამის სკანდალური დაკავების შემდეგ შტატში მასობრივი არეულობა დაიწყო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, უკმაყოფილოები თავებს იწვავდნენ და ქუჩებში არეულობას ქმნიდნენ. შედეგად 10 ადამიანი საავადმყოფოში გულის შეტევით მიიყვანეს, რამდენიმე ათეული ადამიანი კი სიკვდილს გადაარჩინეს. აღსანიშნავია, რომ სასამართლო პროცესი, რომელზეც ჯაიარამის კორუფციაში ადანაშაულებდნენ, 18 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. პოლიტიკაში ჯაიარამი 1989 წლიდანაა. საბოლოოდ, სასამართლომ მთავარ მინისტრს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და 20 მილიონი დოლარის ოდენობით ჯარიმა დაუწესა.