ნინო წილოსანი: ყველა ქვეყანას აქვს თავისი სტანდარტი, რომ მართოს პროცესები ისე, როგორც მის წესებშია, თუმცა მიუღებელია, როდესაც ვხედავთ დანიის შემთხვევაში რამდენად უდაბლესი სტანდარტით იყო აქციის მონაწილეების მიმართ მართვა გამოყენებული და როგორი ძალადობრივი რეაგირება ჰქონდა ძალოვან უწყებებს
“ყველა ქვეყანას აქვს თავისი სტანდარტი და სუვერენული უფლება, რომ მართოს პროცესები ისე, როგორც მის წესებშია, თუმცა მიუღებელია, როდესაც ვხედავთ დანიის შემთხვევაში რამდენად უდაბლესი სტანდარტით იყო აქციის მონაწილეების მიმართ მართვა გამოყენებული და როგორი ძალადობრივი რეაგირება ჰქონდა ძალოვან უწყებებს”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში პოლიციის მიერ აქციის დაშლაზე საუბრისას განაცხადა.
„იმ ფონზე როდესაც საქართველოში ევროპულზე მაღალი სტანდარტით ხდებოდა დემონსტრანტების მიმართ სამართალდამცავების რეაგირება, ჩვენ ვიყავით განსაკუთრებული კრიტიკის ქვეშ, მოვხვდით არაერთ რეზოლუციაში და ვიყავით დიდი შეტევების ობიექტი. ეს არის სტანდარტი, რომელიც სამწუხაროდ ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა და იმ ბიუროკრატებმა დაამკვიდრეს, რომლებიც სწორედ იმ პოლიტიკას ქმნიან, სადაც მათ შეუძლიათ, რომ პროტესტანტები ისე ბრუტალურად დაარბიონ, როგორც მათ დაარბიეს“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.