მამუკა მდინარაძე – უფრო სენსიტიური თემა, ვიდრე დიუშენის თემაა, ჩვენს ქვეყანაში დღეს არ არსებობს, ნებისმიერი მშობელი გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ ერთი დღეც კი თავის შვილს პოზიტიური მიმართულებით რაღაც საკითხი გადაუწყვიტოს და ამით პიარის კეთება ძალიან ცუდი რამეა, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს პროფესიული, სიღრმისეული დისკუსიის და არა პროტესტის შედეგად

უფრო სენსიტიური თემა, ვიდრე დიუშენის თემაა, ჩვენს ქვეყანაში დღეს არ არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მამუკა მდინარაძის შეფასებით, აღნიშნული თემით პიარის კეთება ძალიან ცუდია.

„უფრო სენსიტიური თემა, ვიდრე დიუშენის თემაა, ჩვენს ქვეყანაში დღეს არ არსებობს. ნებისმიერი მშობელი გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ ერთი დღეც კი თავის შვილს პოზიტიური მიმართულებით რაღაც საკითხი გადაუწყვიტოს და ამით პიარის კეთება ძალიან ცუდი რამეა. ეს საკითხი არ უნდა იყოს წაქეზებული, რომ მეტი დრო გაატარონ რომელიმე დაწესებულებასთან განერვიულებულმა მშობლებმა. ეს მედიკამენტი ექსპერიმენტულია მთელს მსოფლიოში და რიგ შემთხვევაში, საერთო ჯამს, ასეულობით მილიონი დოლარი შეიძლება დაჯდეს. მისი გამოყენება პროტესტის საფუძვლად გადაწყვეტილებას კი არ ექვემდებარება, ექვემდებარება დისკუსიას, თუ რამდენად სწორია და პროფესიულ დისკუსიას, რამდენად მართებულია ამ ადამიანების მიმართ გამოსაყენებლად. ეს საკითხი უნდა გადაწყდეს პროფესიული, სიღრმისეული დისკუსიის და არა პროტესტის შედეგად”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები