მექსიკაში ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმას ათი ადამიანი ემსხვერპლა

მექსიკის შტატ პუებლაში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ათი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი დაიღუპა.

შტატის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტროს ცნობით, ინციდენტი ტეჰუიცინგოს მუნიციპალიტეტში მოხდა.

შეიარაღებული პირების თავდასხმის შედეგად ექვსი მამაკაცი, სამი ქალი და ერთი არასრულწლოვანი დაიღუპა.

ამჟამად ადგილზე შტატის და ფედერალური უსაფრთხოების ძალები მუშაობენ.

სამართალდამცავმა ორგანოებმა ერთობლივი გამოძიება დაიწყეს და გაქცეულების დასაკავებლად მასშტაბურ ოპერაციას ატარებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები